გუდაუთის ქუჩაზე ხანძარი ლოკალიზებულია

გუდაუთის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. როგორც ჟურნალისტებს დიდუბის რაიონის გამგებელმა ირმა ზავრადაშვილმა განუცხადა, სხვა ნაგებობებზე ცეცხლის გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს. მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის მეხანძრე-მაშველები ხანძრის სრულად ლიკვიდაციისათვის მუშაობენ. ირმა ზავრადაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე ზარალზე საუბარი ნაადრევია.

რაც შეეხება საღებავების საწყობს, სადაც ხანძარი გაჩნდა, ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ. ტერიტორია სრულად დაატოვებინეს მოქალაქეებსა და ჟურნალისტებს. დაკარგულად ითვლება ორი ადამიანი.