შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-129) მეფისქალაქი-რკონის (ახალქალაქი-რკონი) გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით საავტომობილო გზების დეპარტამენტი ბაზრის კვლევას აცხადებს.
დოკუმენტების მიხედვით, ადგილზე დაგეგმილია ახალქალაქი-რკონის დამაკავშირებელი არსებული გზის რეაბილიტაცია.
აღნიშნული საავტომობილო მონაკვეთი სოფელ ერთაწმინდიდან იწყება და სოფელი ჩაჩუბეთის გავლით სოფელ რკონში გახდის.
„პროექტი შეეხება არსებული გზის რეაბილიტაციას. იგი არ გულისხმობს არსებული დერეფნის გაფართოებას. შესაბამისად სამუშაოების მოცულობები არ იქნება მასშტაბური“, - აღნიშნულია პროექტის გარემოსდაცვითი მართვის გეგმაში.
დაინტერესებულმა პირებმა შეთავაზება და ხარჯთაღრიცხვა 2025 წლის 10 ივლისის ჩათვლით უნდა წარადგინონ.