S&P 500 ინდექსი და ენერგოსექტორი

2015 წელი უკვე 8 თვისაა და S&P 500 ინდექსს ამ ხნის განმავლობაში არანაირი მნიშვნელოვანი ცვლილება არ განუხორციელებია.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ ინდექსის ქვეშ გაერთიანებული 500 კომპანია, რომელთა აქციის ფასების მოძრაობაზე არის დამოკიდებული ამ ინდექსის აღამა-დაღმა მოძრაობა, არანაირ მნიშვნელოვან ფასის მატებას არ განიცდიან.

bpn

ინდექსი, რომლის დიაგრამაც ზემოთ არის მოცემული, მოძრაობს 500 მსხვილი კაპიტალიზაციის მქონე კომპანიების აქციების ფასების მოძრაობის შესაბამისად. ინდექსის აღმავალი ტრენდით მოძრაობა 500 კომპანიის აქციის ფასების საშუალო ზრდას ნიშნავს. მათი ფასის ზრდას წარმატებული ბიზნესოპერირების შედეგები და ქვეყნის ეკონომიკური ჯანსაღი მაჩვენებლები უწყობს ხელს. ინდექსი დაყოფილია 10 ბიზნესსექტორად. ეკონომიკური მდგომარეობებიდან გამომდინარე, ზოგი სექტორი აღმავალია, ზოგიც ჰორიზონტალურად მოძრაობს. მაგალითად, დაღმამავალი სექტორია ენერგოსექტორი, რომელსაც ძალიან აზარალებს ნავთობის ფასების ვარდნა და სხვადასხვა ქვეყნების ვალუტასთან მიმართებაში დოლარის კურსის გამყარება.

31 ივლისს ამ სექტორიდან ორმა მონსტრმა კომპანიამ გამოაქვეყნა 2015 წლის მე-2 კვარტლის ფინანსური მაჩვენებლები. ეს კომპანიებია ExxonMobil Corporation და Chevron Corporation. ExxonMobil Corporation-მა 2015 წლის მე-2 კვარტალში $74,11 მილიარდი შემოსავალი დააფიქსირა, რაც საგრძნობლად მცირეა მის მიერ 2014 წლის მე-2 კვარტალში დაფიქსირებული შემოსავალზე - $111,65 მილიარდი. რაც შეეხება მოგებას, კომპანიის მოგებამ $4,2 მილიარდი შეადგინა, რაც 52%-ით ნაკლებია 2014 წლის მე-2 კვარტლის მაჩვენებლებთან. ამ ინფორმაციის გამოაშკარავების შემდეგ სავაჭრო სესიის განმავლობაში კომპანიის აქციის ფასი საგრძნობ დაღმასვლას განიცდის.

ანალოგიურად ძალიან ცუდი მაჩვენებლები დააფიქსირა კომპანია „შევრონმაც“, რომელსაც ერთ აქციაზე $0,30 ცენტის მოგება ჰქონდა, ნაცვლად მოსალოდნელი $1,16 ცენტისა. კომპანიას ჯამში 1,88 მილიარდი აქცია აქვს გამოშვებული, შესაბამისად მთლიანი შემოსავლის დათვლა არ არის რთული საქმე. S&P 500 ინდექსი ყველა ამ სექტორის მოძრაობას ასახავს. შესაბამისად, მისი ჰორიზონტალური მოძრაობაც რიგი ბიზნესსექტორების სუსტი ქმედების ბრალია.

bpn

სურათზე მოცემულია ყველა ბიზნესსექტორი ფასის მითითებით, ასევე რა მანძილითაა დაშორებული რეალური ფასი შესაბამისი დღეების მოძრავ საშუალო ფასთან. ამ მხრივ ენერგოსექტორი XLE  ყველაზე ცუდად გამოიყურება, შემდეგ მოსდევს სექტორი Materials XLB.

თუ თვლით, რომ აღნიშნული ინფორმაცია საინტერესოა თქვენთვის, იხილეთ შემოთავაზება აქ

ჯაბა დიხამინჯია