"ვისოლ ჯგუფი" ხვალ "დანკინ დონატსის" ახალ რესტორანს გახსნის

"ვისოლ ჯგუფი" ხვალ, თბილისში, მარჯანიშვილის მოედანზე "დანკინ დონატსის" ახალ რესტორანს გახსნის. კომპანიის ინფორმაციით, "ვისოლ ჯგუფმა" ამერიკული რესტორნების უმსხვილეს ოპერატორთან "დანკინ დონატსთან" ფრანჩაიზინგის ექსკლუზიურ ხელშეკრულებას 2014 წელს მოაწერა ხელი და დღესდღეობით უკვე 10 რესტორანია თბილისსა და რეგიონებში ყველასათვის საყვარელი თავშეყრის ადგილი.

მათივე ინფორმაციით, 2015 წლის ბოლომდე "ვისოლ ჯგუფი" საქართველოში 15 "დანკინ დონატსის" რესტორანს გახსნის და კიდევ 500-მდე ადამიანს დაასაქმებს. მარჯანიშვილის მოედანზე "დანკინ დონატსის" ახალგახსნილ რესტორანში მოსულ სტუმრებს 25 სახეობის უგემრიელესი დონატის მირთმევა სპეციალურ ფასად - 1.60 ლარად შეეძლება. 6 ცალის შეძენის შემთხვევაში დონატების ფასი 1,50 ლარი იქნება, ხოლო 12 და მეტის შეძენის შემთხვევაში 1,40 ლარი.

"დანკინ დონატსი" ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, ლეგენდარული ბრენდია, რომელიც უკვე თითქმის 65 წელია წარმატების ისტორიას ქმნის მთელ მსოფლიოში. "დანკინ დონატსი" მსოფლიოს 40 ქვეყანაშია წარმოდგენილი. "დანკინ დონატსის" რესტორნებში მომხმარებელს საშუალება აქვს დააგემოვნოს უგემრიელესი სენდვიჩების დიდი ასორტიმენტი, ფუნთუშეული, ცივი და ცხელი სასმელები, უმაღლესი ხარისხის ესპრესო, კაპუჩინო, ლატე, ჩაი და Coolatta®-ს პროდუქტები, მაფინები და კრუასანების გამოყენებით შექმნილი სხვადასხვა კერძები და მრავალფეროვანი დონატები", - აცხადებენ "ვისოლ ჯგუფში".