აუქციონზე 20 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

2015 წლის 5 აგვისტოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 38 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 11.200 პროცენტით, მაქსიმალური 12.950 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 12.652 პროცენტით განისაზღვრა.

მათივე ინფორმაციით, კუპონურმა განაკვეთმა 10.750 პროცენტი შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.