"სტიქიით დაზარალებული ავტომობილების მფლობელების ნაწილს, შესაძლოა ზარალი აუნაზღაურდეს"

13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებული ავტომობილების მფლობელების ნაწილს, შესაძლოა, ზარალი აუნაზღაურდეს. დედაქალაქის მერია საჭირო ფინანსური რესურსის მოძიებას კერძო დონორებთან გეგმავს.

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე ვერ აკონკრეტებს ამ შემთხვევაში ზარალი მთლიანად ანაზღაურდება თუ ნაწილობრივად და როგორც ამასთან დაკავშირებით განმარტავს, ანაზღაურების სქემა და პირობები კერძო დონორებთან შეთანხმდება.  "მთელი ეს პერიოდი ამ საკითხზე აქტიურად ვმუშაობთ. ვეძებთ რესურსს და წყაროებს ამ ადამიანებისთვის, განსაკუთრებით იმ ავტომობილების მფლობელებისთვის, რომელთაც მანქანები დაზღვეული არ ჰქონდათ და მას შემოსავლის მიღების მიზნით იყენებდნენ. ეს რუსურსი ძირითადად არის კერძო დონორები, რომლის საშუალებითაც ჩვენ ამ ავტომობილებისთვის გარკვეული ანაზღაურების განხორციელებას შევძლებთ", - განუცხადა ირაკლი ლექვინაძემ ჟურნალისტებს.

მისივე თქმით, თბილისის მერია ელოდება დაზუსტებულ ინფორმაციას, ასეთი ავტომობილების რაოდენობისა და მათი მფლობელების მდგომარეობის შესახებ.  როგორც ლექვინაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, 13 ივლისის სტიქიის შედეგად დაზარალებულებისათვის აკუმულირებული თანხები მთლიანად დაზარალებულთა საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფას მოხმარდა.