საფრანგეთი რუსეთს "მისტრალში" გადახდილ თანხას აუნაზღაურებს

რუსეთს წინასწარ 840 მილიონი ევრო ჰქონდა გადახდილი.

რუსეთმა და საფრანგეთმა "მისტრალის" საკითხთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს. "ბიბისის" ცნობით, ინფორმაციას ამის შესახებ ორივე ქვეყნის წარმომადგენლები ადასტურებენ. შეთანხმების მიხედვით, საფრანგეთი რუსეთს "მისტრალის" ტიპის ვერტმფრენმზიდებს აღარ გადასცემს, სამაგიეროდ პარიზი მოსკოვს სრულად აუნაზღაურებს გადახდილ თანხას. რუსეთს წინასწარ 840 მილიონი ევრო ჰქონდა გადახდილი.

საფრანგეთსა და რუსეთს შორის 2011 წელს ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც პარიზს მოსკოვისთვის "მისტრალის" ტიპის ორი ვერტმფრენმზიდი უნდა გადაეცა. პირველი ვერტფრენმზიდი რუსეთს 2014 წლის ნოემბერში უნდა მიეღო. თუმცა, უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის გამო, საფრანგეთმა "მისტრალის" გადაცემაზე უარი განაცხადა.