ტურიზმის ადმინისტრაციამ და ამბროლაურის მუნიციპალიტეტმა მემორანდუმი გააფორმეს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით,  მემორანდუმს ხელი მოაწერეს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ და მუნიციპალიტეტის გამგებელმა მალხაზ ლომთაძემ. მემორანდუმის მიზანია რაჭის ტურისტული პოტენიციალის განვითარება, ერთობლივი პროექტების განხორციელება და ადმინისტრაციასა და მუნიციპალიტეტს შორის მჭიდრო თანამშრომლობა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია რაჭაში მცირე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს, რაც საფეხმავლო ბილიკების მარკირებას და მანიშნებლების მონტაჟს გულისხმობს.