აფხაზეთში ბენზინის გაძვირებას არ გამორიცხავენ

რუსეთში ნავთობპროდუქტებზე ფასების ზრდის ფონზე, აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკაში უახლოეს დღეებში ბენზინის გაძვირებას არ გამორიცხავენ.

„თუ ახლა რუსეთში ერთი АИ-92 ტიპის ბენზინი ერთი ლიტრი 34 რუბლი ღირს, აფხაზეთში ერთი ლიტრი 2-3 რუბლით იაფი ღირს. ამიტომ ბენზინი ჩვენთან გაძვირდება, რადგან დამოკიდებული ვართ რუსეთის ბაზარზე“, - განაცხადა „აპსნიპრესთან“ საუბრისას „აბხაზტოპის“ გენერალურმა დირექტორმა დაურ ტარბამ.