"ვისოლ ჯგუფმა" მარჯანიშვილის მოედანზე "დანკინ დონატსის" რესტორანი გახსნა

"ვისოლ ჯგუფმა" თბილისში, მარჯანიშვილის მოედანზე "დანკინ დონატსის" ახალი რესტორანი გახსნა. მარჯანიშვილის # 23-ში "დანკინ დონატსის" ახალი რესტორანი "ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტმა,  სოსო ფხაკაძემ და "ვითიბი" ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ლადო რობაქიძემ საზეიმოდ გახსნეს.

"ვისოლ ჯგუფმა" ამერიკული რესტორნების უმსხვილეს ოპერატორთან, "დანკინ დონატსთან" ფრანჩაიზინგის ექსკლუზიურ ხელშეკრულებას 2014 წელს მოაწერა ხელი და დღესდღეობით ის 10 რესტორნით არის წარმოდგენილი თბილისსა და რეგიონებში.  როგორც "ვისოლ ჯგუფში" აცხადებენ, 2015 წლის ბოლოსთვის საქართველოში "დანკინ დონატსის" 20 რესტორანი იქნება. მათივე ინფორმაციით, "დანკინ დონატსის" რესტორნებში მოსულ სტუმრებს 25 სახეობის უგემრიელესი დონატის მირთმევა სპეციალურ ფასად - 1 ლარი და 60 თეთრი, 1 ლარი და 50 თეთრი და 1 ლარი და 40 თეთრად შეეძლებათ.

"ვისოლ ჯგუფისთვის" პატივია ის, რომ ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა, საქართველოში განვავითაროთ მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი და ყველასთვის საყვარელი ბრენდი დანკინ დონატსი. ჩვენ პირველ რიგში განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს, რომლებმაც შეიყვარეს დანკინ დონატსი და ხშირად სტუმრობენ ჩვენს რესტორნებს. ასევე, სასიხარულოა ის ფაქტი, რომ მსოფლიოში ცნობილი დანკინის ყავის პროდუქტებთან ერთად ადგილობრივ მომხმარებლებში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობენ დანკინ დონატსის სენდვიჩები, რომლებიც ყოველდღიურად ახალი ინგრედიენტების გამოყენებით "სმარტის" მიერ მზადდება და განსაკუთრებული გემოვნური თვისებებით გამოირჩევიან", - განაცხადა "ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

ახალი რესტორნის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ სოსო ფხაკაძემ "დანკინ დონატსის" რესტორნების ქსელის საუკეთესო თანამშრომლები დააჯილდოვა. "დანკინ დონატსი" მსოფლიოს 40 ქვეყანაშია წარმოდგენილი.