ჰილარი კლინტონმა სატელევიზიო რეკლამაში 2 მილიონი დოლარი დახარჯა

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა ჰილარი კლინტონმა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში სატელევიზიო რეკლამაზე 2 მილიონი დოლარი დახარჯა.

AP-ის ინფორმაციით, პირველი სატელევიზიო რგოლი, რომელიც აიოვასა და ნიუ ჰემპშირის შტატებისთვის მომზადდა, ჰილარი კლინტონის ოჯახისადმი დამოკიდებულებას ეხებოდა. მეორე რგოლი კი ამერიკელებს ჰილარისა და მისი აწ უკვე გარდაცვლილი დედის ურთიერთობის შესახებ მოუთხრობს.

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების რბოლაში, ბოლო გამოკითხვებით, ჰილარი კლინტონი ლიდერობს. მისი ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი მილიარდერი დონალდ ტრამპია.