ნავთობზე ფასი კვლავ 50 დოლარს ქვემოთ რჩება

დღევანდელი დღის მონაცემებით, ლონდონის ICE Futures ბირჟაზე „ბრენტის“ მარკის ნავთობზე ფასი ბარელზე 0,44%-ით - 49,74 დოლარამდე გაიზარდა.

ასევე მცირედით გაიზარდა WTI-ის ნავთობის ფასი, რომლის ღირებულებამ ნიუ იორკის სავაჭრო ბირჟაზე 44,87 დოლარი შეადგინა. მსოფლიო ბაზარზე ასევე შემცირდა დოლარის კურსი ევროსთან მიმართებაში. „ბლუმბერგის“ ინფორმაციით, დღეს დილით ერთი ევროს ღირებულებამ 1,0918 დოლარი შეადგინა, გუშინ საღამოს კი ევროს ღირებულება 1,0925 დოლარი იყო.