პურის ზოგიერთ სახეობაზე ფასმა 5-10 თეთრით მოიმატა

"დენი ძვირდება, გაზის ფასის გადახედვა მოხდება და ასეთ შემთხვევაში, ძნელი მისახვედრი არ არის, რომ პურის ფასი გავაძვიროთ"

პურ-პროდუქტების მწარმოებელმა ზოგიერთმა კომპანიამ დღეს პური გააძვირა - პურზე ფასმა 5-10 თეთრით მოიმატა. მეხორბლეთა ასოციაციაში პურის გაძვირების მიზეზს ვერ ხედავენ და ამბობენ, რომ ხორბლის ფქვილზე ფასი არ მომატებულა. თუმცა, ამ ინფორმაციას პურის მცხობელთა ასოციაციში უარყოფენ და ამბობენ, რომ ფქვილზე ფასმა მოიმატა.

მალხაზ დოლიძე, პურის მე-4 ქარხსნის დირექტორი და მცხობელთა ასოციაციის თავმდჯომარე: "ჩემამდეც მოვიდა ინფორმაცია, რომ ზოგიერთმა კომპანიამ პურის ფასი გაზარდა. თუმცა, ჩვენ და კიდევ რამდენიმე მსხვილ კომპანიას არ გაგვიძვირებია. ერთი ტომარა პირველი ხარისხის ფქვილის ფასი 37 ლარი იყო, ახლა უკვე 45 ლარია, გადასახადები გაძვირდა. ამის მიუხედავად, პურზე ფასი ბოლო ორი წელია, რაც არ მოგვიმატებია. ორი თვის წინ ერთი ტონა ფქვილის შემოტანა 770 ლარი გვიჯდებოდა, ამჟამად, ეს თანხა 880 ლარამდე გაიზარდა. გარდა ამისა, დენის ტარიფი ძვირდება, გაზის ფასის გადახედვა მოხდება და ასეთ შემთხვევაში ძნელი მისახვედრი არ არის, რომ პურის ფასი გავაძვიროთ, ჩვენი მიზანი ფასის მომატება არ არის, მაგრამ წაგებაზე ხომ არ ვიმუშვებთ?".

სალომე გოგოხია