150 კილოგრამის წონის მონეტებით ნაყიდი საქორწინო ბეჭედი

30 წლის ჩინელმა მამაკაცმა 12 000 იუანის ღირებულების მონეტების სანაცვლოდ ბრილიანტის ბეჭედი იყიდა, რათა შეყვარებულისათვის ხელი ეთხოვა. მან 150 კილოგრამის წონის მონეტები საიუველირო მაღაზიაში ველოსიპედით მიიტანა. მის დათვლას მაღაზიის თანამშრომლები ნახევარ დღეს მოუნდნენ. მამაკაცი გოგონას 20 წლის წინ დაჰპირდა, რომ იგი თანხას შეაგროვებდა და ბრილიანტის საქორწინო ბეჭედს უყიდდა.

საიუველირო მაღაზიის ხელმძღვანელების თქმით, მათთვის ახალგაზრდა წყვილის ისტორია ამაღელვებელი იყო, ამიტომაც დათანხმდნენ ისინი მონეტების სანაცვლოდ ბეჭდის გაყიდვას. ერთი მონეტა ერთი იუანის ღირებულების იყო.