"სილქნეტი" და "კავკასუს ონლაინი" ერთიანდება

ქართულ ინტერნეტბაზარზე მოქმედი ორი დიდი კომპანია - "სილქნეტი" და "კავკასუს ონლაინი" გაერთიანებას გეგმავს. შერწყმის შესახებ განაცხადი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში უკვე შესულია.  სს "სილქნეტისა" და შპს "კავკასუს ონლაინის" შერწყმის გამოკვლევის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საკითხს კომუნიკაციების ეროვნული კომისია 11 აგვისტოს განიხილავს.

"სილქნეტში" ადასტურებენ, რომ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას "კავკასუს ონლაინთან" გაერთიანების უფლების მინიჭების თაობაზე განცხადებით უკვე მიმართეს. როგორც კომპანიაში განაცხადეს, აღნიშნულთან დაკავშირებით "სილქნეტი" განცხადების გავრცელებას მოგვიანებით გეგმავს.