ოთარ დანელია ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდება

სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ დანელია და სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, გიორგი სამანიშვილი ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდებიან.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე დარგში არსებული მიღწევები და გამოწვევები, 2015 წლის რთველის ორგანიზებულად ჩატარების ხელშემწყობი ღონისძიებები და სხვა მიმდინარე საკითხები იქნება განხილული. უწყების ინფორმაციით, შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში გაიმართება და მას ღვინის ინდუსტრიაში დასაქმებული როგორც სამთავრობო და კერძო, ისე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.

შეხვედრა დღეს, 14:00 საათზე გაიმართება.