თხილზე ფასები დაეცემა

თურქეთი მოსავლის პროგნოზს აცხადებს

თურქეთში წელს თხილის გაორმაგებულ მოსავალს ელოდებიან. როგორც თურქეთის თხილის ექსპორტიორთა ჯგუფში (FTG) განაცხადეს, წელს 733 ათას ტონა თხილს აიღებენ, აქედან 90%-ის ექსპორტზე გატანა იგეგმება. ორგანიზაციაში საპროგნოზო ფასის დასახელებისგან ჯერჯერობით, თავი შეიკავეს. თუმცა აცხადებენ, რომ გასულ წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად შემცირდება.

თურქეთზე მსოფლიოში წარმოებული თხილის 75% მოდის და საერთაშორისო ბაზარზე ფასებსაც ის აწესებს. გასულ წელს მხოლოდ 400 ათასი ტონა მოვიდა. მცირე მოსავალმა თხილზე მაღალი ფასი განაპირობა, რის გამოც შარშან თურქეთის ექსპორტის ღირებულებამ რეკორდი მოხსნა და 2,3 მილიარდ დოლარს მიაღწია.

მსოფლიო ტენდენციას არც საქართველო ჩამორჩა, ერთი კგ. თხილი სეზონის ბოლოსთვის 12 ლარიც კი ღირდა, მაშინ როცა, საშუალო ფასი 4-5 ლარით განისაზღვრება. შეგახსენებთ, რომ თხილი საქართველოს საექსპორტო ხუთეულში შედის.

ბელა ნოზაძე