ვლადიმერ პუტინი: რუსეთის ცენტრალური ბანკი რუბლის გამყარებისთვის ყველაფერს აკეთებს

რუსეთის ცენტრალური ბანკი რუბლის გამყარებისთვის ყველაფერს აკეთებს. ამის შესახებ "ბიბისის" ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. მისი თქმით, რუბლის კურსის დასტაბილურებისთვის ფინანსურმა ინსტიტუტმა უდიდესი შრომა გასწია. "ცენტრალური ბანკი აკეთებს ყველაფერს ეროვნული ვალუტის გასაძლიერებლად, რუბლის და მთლიანი ფინანსური სისტემის დასტაბილურებისთვის. მე ვხედავ, როგორ რთულ გზას ადგახართ", - აღნიშნა კრემლის ლიდერმა ცენტრალური ბანკის პრეზიდენტ ელვირა ნაბიულინასთან შეხვედრისას.

დღევანდელი მონაცემებით, ერთი ევროს ფასმა თებერვლის შემდეგ პირველად 70 რუბლს გადააჭარბა (70.75), ერთი დოლარის ფასმა კი პირველად ხუთი თვის განმავლობაში 64 რუბლს (64.49), რაც იმას ნიშნავს, რომ რუსული ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს.