"თურქული ნაკადის" მშენებლობა 11,4 მილიარდი ევრო დაჯდება

გაზსადენ "თურქული ნაკადის" მშენებლობა 11,4 მილიარდი ევრო დაჯდება, ხოლო დღგ-ს ჩათვლით 13,6 მილიარდი.

ანალიტიკოსების შეფასებით, აღნიშნული თანხა ადეკვატურია და ამ პროექტით კომპანიას სარგებლის მიღება შეუძლია. თუმცა, ჯერ უცნობია მშენებლობის დაწყების თარიღი. უფრო მეტიც, კონტრაქტი თურქეთსა და რუსეთს შორის ჯერ ოფიციალურად არ გაფორმებულა. თურქულმა კომპანია Botas-მა და "გაზპრომმა" 2014 წლის 1 დეკემბერს ხელი მოაწერეს მემორანდუმს რუსეთიდან თურქეთის მიმართულებით, შავი ზღვის გავლით, ახალი გაზსადენის მშენებლობის თაობაზე. "თურქული ნაკადის" სიმძლავრე 63 მილიარდი კუბური მეტრი იქნება.

"თურქული ნაკადის" მეშვეობით, რუსეთი ევროპას გაზს უკრაინის გვერდის ავლით მიაწვდის.

გეგმის მიხედვით, წლის განმავლობაში "თურქული ნაკადის" საშუალებით 15,75 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის გაზის ექსპორტი განხორციელდება. "თურქული ნაკადი" გასულ წელს შეჩერებული "სამხრეთის ნაკადის" ალტერნატიულ პროექტად განიხილება.