სომხეთში ყველაზე მოთხოვნადი დასასვენებელი ადგილი საქართველოა

სომხეთში ყველაზე მოთხოვნადი საზაფხულო დასასვენებელი ადგილი საქართველოა. ამის შესახებ მედიას ტურისტული კომპანია "არმენია თრეველ +"-ის დირექტორმა მარინა კაპრელიანმა განუცხადა.

"გასვლით ტურიზმში ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება გახლავთ საქართველო, რადგან იქ ხელმისაწვდომი ფასებია დასასვენებლად, არ არის საჭირო ავიაგადაფრენა, საქართველოში სომხეთიდან შესაძლებელია მანქანით ან მატარებლით ჩასვლა. პოპულარობით მეორე ადგილზე საბერძნეთი და ესპანეთია", - აღნიშნა ექსპერტმა და დასძინა, რომ დასასვენებელი სეზონი პიკს სომხეთში ივლისიდან აგვისტომდე აღწევს.

რაც შეეხება შიდა ტურიზმს, სომხეთში ძირითადად ევროპული ქვეყნებიდან ჩადიან დასასვენებლად - გერმანიიდან, ავსტრიიდან, ინგლისიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან და ესპანეთიდან.