სოფელ ნაკიფუში პირუტყვის საკვების წარმოების დემონსტრირება შედგება

საერთაშორისო ორგანიზაცია ACF, ხვალ, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკიფუში სადემონსტრაციო დღეს ატარებს. შეხვედრა ევროკავშირის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პროგრამისა (ENPARD) და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის "სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების მხარდაჭერა საქართველოში" ფარგლებში გაიმართება.

ENPARD-ის ინფორმაციით, ფერმერის, გელა კვარაცხელიას ნაკვეთში ჩატარდება პირუტყვის საკვების წარმოების დემონსტრირება ჰიდროპონიკის ტექნოლოგიის გამოყენებით.