ყირგიზეთი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრი გახდა

ყირგიზეთი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდა. ამის შესახებ რუსული მედიის ცნობით, ყაზახეთის და ყირგიზეთის პრეზიდენტებმა განაცხადეს. გაერთიანებაში შესვლის ცერემონიალი სიმბოლურად ყირგიზეთსა და ყახაზეთის საზღვარზე გაიმართა. ღონისძიების დასრულების შემდეგ ყირგიზეთსა და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სხვა წევრებს შორის საბაჟო შეზღუდვები გაუქმდა.

ევრაზიის ეკონომიკური კავშირი რუსეთს, ბელორუსს, სომხეთს, ყაზახეთს და უკვე ყირგიზეთს აერთიანებს. გაერთიანება წევრ ქვეყნებს შორის რეგიონალურ ეკონომიკურ ინტეგრაციას გულისხმობს. იგი ოფიციალურად 2015 წლის 1 იანვარს დაარსდა.