იტალიელი დეპუტატების ყავის დავალიანებამ 20 000 ევროს მიაღწია

იტალიელი დეპუტატების ყავის დავალიანებამ პალაცო მონტეჩიტორიოს სასადილოში 20 ათას ევროს მიაღწია.

იტალიური მედიის ცნობით, დავალიანების მქონე დეპუტატებს შორის სულ 34 პარლამენტარია, რაც ჯამში იტალიის ქვედა პალატის თითქმის ყოველი მეოცე კანონმდებელი გამოდის.

ზოგიერთი დეპუტატის დავალიანება ამ დროისთვის 300-დან 800 ევრომდეა. როგორც იტალიური მედია წერს, რამდენიმე მათგანს უკვე ამოეწურა პარლამენტარის მანდატი.

იტალიელი დეპუტატების ყოველთვიური ხელფასი დაახლოებით 10 345 ევროა. დეპუტატების ასევე ყოველთვიურად ერიცხებათ 3 503 ევრო რომში ჩასასვლელად. გარდა ამისა, იტალიელ პარლამენტარებს შეღავათები აქვთ ავიაბილეთებზე, საზღვაო და სარკინიგზო ტრანსპორტზე.