"საქართველოს ბანკმა" Citi-ს მეშვეობით ვაჭრობის ფინანსირებისთვის 30 მლნ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა

"საქართველოს ბანკმა", Citi-ს მეშვეობით, 30 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ერთწლიანი ფინანსური რესურსი მოიზიდა. "საქართველოს ბანკის" ინფორმაციით, ხსენებული დაფინანსება არის მეორე შემთხვევა საქართველოში ამ ტიპის ფინანსური რესურსის მოზიდვის.  მათივე ცნობით, პირველი მსგავსი რესურსი Citi-ს მეშვეობით შარშან, ასევე "საქართველოს ბანკმა" მოიზიდა.

"საქართველოს ბანკი" ქვეყანაში წამყვანი ბანკია ვაჭრობის ფინანსირების კუთხით, მრავალწლიანი გამოცდილებითა და მომხმარებელთა სოლიდური ბაზით. მოხარული ვარ, რომ კიდევ ერთხელ შედგა თანამშრომლობა Citi-სა და საქართველოს ბანკს შორის, ჩვენი კლიენტების საჭიროებების შემდგომი მხარდაჭერისა და ბანკის კონკურენტული უპირატესობის გამყარების მიზნით. მინდა მადლობა გადავუხადო Citi-ს თანამშრომლობისთვის და მივულოცო ჩვენი ვაჭრობის ფინანსირების გუნდს ტრანზაქციის წარმატებით დასრულება", - განაცხადა "საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორის მოადგილემ, მურთაზ კიკორიამ.

"Citi-ი მოწოდებულია, მიაწოდოს მის მომხმარებელს ვაჭრობის ფინანსირების საუკეთესო საშუალებები. "საქართველოს ბანკისთვის" ხსენებული რესურსის მოზიდვისას, ჩვენ შევძელით მაღალპროფესიონალური, ექსპერტული პარტნიორობის განვითარება და ბანკისთვის ვაჭრობის ფინანსირების შეუდარებელი გადაწყვეტის უზრუნველყოფა," - განაცხადა ანურაგ შოდარიმ, "Citi"-ს ხაზინისა და ვაჭრობის მეთოდების დისტრიბუციის გლობალურმა ხელმძღვანელმა.