რაულ ხაჯიმბა უცხოელებისთვის უძრავი ქონების მიყიდვაზე არსებული შეზღუდვების გაუქმების ინიციატივით გამოდის

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, რაულ ხაჯიმბა უცხოელებისთვის უძრავი ქონების მიყიდვაზე არსებული შეზღუდვების გაუქმების ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ "ინტერფაქსის" ცნობით, მან ე.წ რესპუბლიკის ქალაქების დე ფაქტო ხელმძღვანელებთან შეხვედრისას განაცხადა.

"ვიცი, რომ ამასთან დაკავშირებით არის შეშფოთება. ხალხი ამ საკითხს საკმაოდ რთულად უყურებს. ისინი ამბობენ, რომ შეუძლებელია ქონების გაყიდვა. მოდით ეს პროცესი დავაკანონოთ და იმ გზით წავიდეთ, როდესაც უძრავი ქონების ბაზარი ჩვენს კონტროლ ქვეშ იქნება", - განაცხადა რაულ ხაჯიმბამ.

მისივე თქმით, საჭიროა უძრავი ქონების გადაცემის წესების დახვეწა და შესაძლო უარყოფითი შედეგების თავიდან აცილება.