ქვესადგურის "ხორგა" და ელექტროგადამცემი ხაზების "ხორგა 1,2" მშენებლობა გრძელდება

ქვესადგურის "ხორგა" და ელექტროგადამცემი ხაზების "ხორგა 1,2" მშენებლობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ორჯაჭვა ელექტროგადამცემ ხაზზე "ხორგა-1,2" სამშენებლო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სამუშაოების სამი-მეოთხედი უკვე შესრულებულია. "დარჩენილია მხოლოდ ათი ანძის სამონტაჟო და მეორე ჯაჭვზე სადენის მონტაჟის სამუშაოები. გარდა ამისა, ქვესადგურში "მენჯი-220" ხორციელდება ,,ხორგა 1,2"-ის ახალი, 220 კვ-ის უჯრედების მშენებლობის სამუშაოები. ელექტროგადამცემი ხაზები "ხორგა 1,2" ქვესადგურ "მენჯი 220"-ს ქვესადგურ ხორგა 220"-თან დააკავშირებს. გადამცემი ხაზების მშენებლობა სექტემბრის თვეში, ხოლო ქვესადგურის მშენებლობა 2016 წელს დასრულდება", - აცხადებენ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში.

სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვესადგურის "ხორგა 220/110" და ელექტროგადამცემი ხაზების "ხორგა 1,2"-ის მშენებლობის დაწყების საზეიმო ცერემონია 31 ივლისს გაიმართა. "ქვეყნის ენერგეტიკის განვითარებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი "აზიის განვითარების ბანკის" ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით ხორციელდება", - ნათქვამია განცხადებაში.