"როსსელხოზნადზორის" ხელმძღვანელი დღეს ზურაბ ჩეკურიშვილს შეხვდება

"როსსელხოზნადზორის" ხელმძღვანელი სერგეი დანკვერტი მოსკოვში, დღეს, 13 აგვისტოს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველს ზურაბ ჩეკურიშვილს შეხვდება.

შეხვედრის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტროში ადასტურებენ. როგორც უწყებაში განაცხადეს, ეს იქნება ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებული შეხვედრა. "ექსპორტის საკითხებთან დაკავშირებით, არსებობს კომუნიკაცია და ეს არის ერთ-ერთი შეხვედრა ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით", - განაცხადეს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში.