გადაურში ველოპარკი გაიხსნა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურზიმის ეროვნული ადმინისტრაციისა და მთის კურორტების განვითარების კომპანიის ორგანიზებით, სლოვენიურმა კომპანია ”ალიანსმა" გუდაურში ველოპარკის მშენებლობა დაასრულა.

ტურზიმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამთო ველო ბილიკის საბოლოო სიგრძე 4790 მეტრია. ველოპარკის მშენებლობა გონდოლას ზედა სადგურიდან დაიწყო და ქვედა სადგურთან დასრულდა. გაუდაურში ველოპარკი პროფესიონალმა ველორბოლელებმა გახსნეს.  მათივე ცნობით, უკვე მიმდინარეობს ველოპარკის მოწყობა ბაკურიანშიც, სადაც სამთო ველობილიკების მოწყობა სექტემბრის დასაწყისში დასრულდება.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე ველოპარკის მოწყობის მნიშვნელობაზე საუბრობს.  "პირველად საქართველოში სამთო ველო ბილიკები მოეწყო გუდაურში. ამ პროექტის მიზანია ბაკურიანსა და გუდაურში დამატებითი ტურისტული პროდუქტის შექმნა, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კურორტებზე სეზონურობის გახანგრძლივებას. სამთო ველო ბილიკების მოწყობა ორივე კურორტზე ძალიან მალე დასრუდება, რაც საშუალებას მოგვცემს ზაფხულის სეზონზეც დატვირთოს მთაც და არსებული მძიმე ინფრასტრუქტურაც (საბაგიროები, საკვები ობიექტები და სხვა)", - განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.

მისივე შეფასებით, აღსანიშნავია, რომ ველობილიკი არ გადაკვეთს სასრიალო ტრასებს, ველობილიკებზე გადაადგილება უსაფრთხოა და ის სრულად დააკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს. "ბოლო პერიოდში საქართველოში ექსტრემალური ტურიზმის მიმართულება სულ უფრო პოპულარული ხდება, როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ბაზრისთვის. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, გაიმართა რამდენიმე ველოტურნირი, ვფიქრობ, რომ ექსტრემალური ტურიზმის ერთ-ერთი პოპულარული სახეობის, სამთო ველო ტურიზმის განვითარება კიდევ უფრო ხელს შეუწყობს ტურისტების მოზიდვას საქართველოში", - განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.