თბილისი საერთაშორისო კონფერენცია Future Georgia-ს უმასპინძლებს

თბილისი საერთაშორისო კონფერენცია Future Georgia-ს 15-16 აგვისტოს უმასპინძლებს.

კონფერენციის ორგანიზატორების ინფორმაციით, კონფერენციაზე 20-ზე მეტი მომხსენებელი იქნება წარმოდგენილი 5 ქვეყნიდან ( აშშ, დიდი ბრიტანეთი, უკრაინა, რუსეთი და საქართველო). ძირითადი მიმართულებებია ციფრული მარკეტინგი და კომუნიკაცია, საზოგადოებასთან ურთიერთობა, რეკლამა და მარკეტინგი.

მომხსენებელთა შორის არიან COUB-ის დამფუძნებელი, Canne Lions ჯილდოს მფლობელები, საერთაშორისო სარეკლამო სააგენტოების წამყვანი კრეატიული ხელმძღვანელები. ღონისძიება ნებისმიერ ადამიანს აძლევს უნიკალურ შანსს, შეხვდეს სფეროს წამყვან პროფესიონალებს, გაიცნოს ახალი ადამიანები და დაამყაროს მათთან საქმიანი ურთიერთობა.

"Future Georgia"-ზე დასწრება თავისუფალია და საჭიროა მხოლოდ ონლაინ რეგისტრაცია.

http://bit.ly/1IBjDV8

საერთაშორისო კონფერენციის პარტნიორია ”საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო”, გენერალური სპონსორი "ბილაინი", მხარდამჭერები: ipn.ge, palitratv.ge, VagoTravel, Borjomi, Tbilotel, ExpoGeorgia, Meduza, , Myvideo, APPARAT, Forbes, Famousme.