ვარშავის უნივერსიტეტი ევროპაში ყველაზე დაბალფასიანია

კორპორაცია HSBC-მ ევროპაში ყველაზე მისაღები ფასის მქონე ევროპული უნივერსიტეტების რეიტინგი გამოაქვეყნა.

რეიტინგის თანახმად, ყველაზე დაბალ ფასად ევროპული განათლების მიღება ვარშავის უნივერსიტეტშია შესაძლებელი. პოლონურ სასწავლებელში სწავლის წლიური გადასახადი, საცხოვრებელი თანხის, სახარჯი თანხისა და სამშობლოში ჩასასვლელი თანხის ჩათვლით, 5 865 ევრო დაგიჯდებათ.

რეიტინგის მეორე ადგილს ლისაბონის უნივერსიტეტი იკავებს 8 019 ევროთი. ხუთეულში ასევე მოხვდნენ სტამბოლის უნივერსიტეტი, ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტი და ესპანეთის გრანადას უნივერსიტეტი.