ფიდელ კასტრო - აშშ-მა კუბას მილიონობით დოლარი უნდა გადაუხადოს

კუბის ყოფილი პრეზიდენტის, ფიდელ კასტროს განცხადებით, ამერიკამ კუბას მილიონობით დოლარი უნდა გადაუხადოს განხორციელებული მტრული პოლიტიკის სანაცვლოდ.

"კუბას კომპენსაცია ეკუთვნის, რომელიც მიყენებული ზარალის ექვივალენტური უნდა იყოს და ეს მილიონობით დოლარია", - აღნიშნა ფიდელ კასტრომ საავტორო სტატიაში, რომელიც კუბურ "გრანმაში" გამოქვეყნდა. გასულ თვეს აშშ-მა და კუბამ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწიეს ვაშინგტონსა და ჰავანაში საელჩობის გახსნის თაობაზე. მხარეებმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა გასული წლის დეკემბერში აღდგა.

კუბასა და აშშ-ის შორის დიპლომატიური კავშირები 1961 წლის შემდეგ გაყინული იყო, მაშინ როდესაც ვაშინგტონმა კუბასთან სავაჭრო კავშირები გაწყვიტა და ემბარგო დააწესა. 2014 წლის ბოლოს კი კუბამ და აშშ-მა კავშირების აღდგენა გადაწყვიტეს. აპრილში აშშ-ის პრეზიდენტმა კუბა ტერორიზმის მხარდამჭერი ქვეყნების სიიდან ამოიღო. რამდენიმე თვის წინ კი ობამასა და კუბის ლიდერ რაულ კასტროს შორის ისტორიული შეხვედრაც შედგა.