ნოდარ ხადური მიიჩნევს, რომ ლარის კურსთან დაკავშირებით მოსახლეობაში სწორი მოლოდინები უნდა ჩამოყალიბდეს

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური მიიჩნევს, რომ ლარის კურსთან დაკავშირებით მოსახლეობაში სწორი მოლოდინები უნდა ჩამოყალიბდეს.

ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ, რომელიც ზაფხულში ლარის გაუფასურების ტენდენციებს შეეხებოდა, ნოდარ ხადურმა განაცხადა, რომ ამას არანაირი მარკოეკონომიკური საფუძველი არ გააჩნია.  "შემიძლია გითხრათ, რომ სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ჩამოყალიბდა არასწორი მოლოდინები და ყოველი ჩვენთაგანის ამოცანაა, მათ შორის ფინანსთა სამინისტროს და ეროვნული ბანკის, რომ აბსოლუტურად სწორი მოლოდინები ჩამოაყალიბოს და სწორი ინფორმაცია მიაწოდოს მოსახლეობას, ბიზნესწრეებს. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს ამისათვის, მათ შორის დაინტერესებულ წრეებთან, ბიზნესწრეებთან კომუნიკაციის მეშვეობით და ვაძლევთ ამ ინფორმაციას ცოტა უფრო ღრმას და ყოვლისმომცველს, რომ ადამიანებს, რომელთა გადაწყვეტილებაზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული, სწორი მოლოდინები ჰქონდეთ და სწორი ინფორმაცია, თუ რა ხდება ქვეყნის ეკონომიკაში", - განაცხადა ხადურმა.