სურამის ქუჩაზე მდებარე თამბაქოს ყოფილ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა

თბილისში, სურამის ქუჩაზე მდებარე თამბაქოს ყოფილ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განაცხადეს, ადგილზე მუშაობდა ხუთი სახანძრო და ორი სამაშველო ბრიგადა. ხანძრის შედეგად შენობის მესამე სართულის ნაწილი და 120-130 კვ.მეტრი ფართობზე სახურავი დაიწვა.

სააგენტოს ინფორმაციით, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.