2015 წლის ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები საქართველოში

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით აბიტურიენტების განაცხადების რაოდენობას აქვეყნებს. წელს ყველაზე მოთხოვნადი პროფესიებია ბიზნესის ადმინისტრირება, სამართალი და ეკონომიკა.

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სპიკერმა სოფო დოლიძემ განაცხადა, ათეულშია საერთაშორისო ურთიერთობები, მედიცინა და ფსიქოლოგია, ტურიზმი, კომპიურეტული მეცნიერებები. მისივე ინფორმაციით, წელს სიახლეები უკავშირდება უფასო, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ მიმართულებებს. მოთხოვნა გაიზარდა ისეთ საგანმანათლებლო პროგრამებზე, როგორიც არის ქართული ფილოლოგია, ისტორია, ენერგეტიკა, ელექტროინჟინერია. ცენტრის ცნობით, წელს განსაკუთრებით ბევრი აბიტურიენტი ირჩევს მშენებლობის მიმართულებას. როგორც სპიკერი აცხადებს, სავარაუდოდ, აღნიშნულ მიმართულებებზე მოთხოვნა სახელმწიფოს მიერ სრულ დაფინანსებას უკავშირდება.

რაც შეეხება აბიტურიენტების მიერ ყველაზე მოთხოვნად უმაღლეს სასწავლებლებს, ამასთან დაკავშირებით ცენტრი არ საუბრობს.