ქალაქი, რომელიც 150 000 ადამიანს დაასაქმებს და კონკურენციას დუბაის გაუწევს

ნიგერიაში ახალ ფინანსურ ცენტრს აშენებენ. ქალაქ ლაგოსის მიმდებარედ, კუნძულ ვიქტორიას სანაპიროებზე ახალი ქალაქი "ეკო ატლანტიკი" გაშენდება, რომელიც ნიგერიის და შესაძლოა, მთელი დასავლეთ აფრიკის რეგიონის ყველაზე მსხვილი ფინანსური ცენტრი გახდეს. ახალი ქალაქის მშენებლობა უკვე დაწყებულია. მრავალმილიონიანი ბიზნეს და საცხოვრებელი დასახლება ათი კვადრატული კილომეტრის ფართობის ტერიტორიაზე გაშენდება, სადაც ათი ათასობით ადამიანი დასახლდება, 150 000 კი - დასაქმდება. ახალი ფინანსური ცენტრი წამყვან მულტინაციონალურ კორპორაციებს მიიზიდავს.

ანალიტიკოსების ნაწილი არ გამორიცხავს, რომ ახალი ფინანსური ცენტრი თავისი ენერგო, ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა და სანიტარიის სტანდარტების კუთხით დუბაის, ნიუ-იორკს, ლონდონსა და შანჰაის არ ჩამოუვარდება.