უაქციზო ალკოჰოლური სასმელის შემოტანის ფაქტზე რუსეთის მოქალაქე პასუხისგებაში მისცეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, მარკირებას დაქვემდებარებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა რუსეთის მოქალაქე ჯეიხუნ ისაევი.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოიტანა და გაასაღა დიდი რაოდენობით უაქციზო ალკოჰოლური სასმელი, ძვირად ღირებული არაყი NEFT-ი.  გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.