ხელვაჩაურში ცემენტის ქარხანა აშენდება

კომპანია BS METAL GROUP ცემენტის და ხელოვნური ქვის მწარმოებელი ქარხნის მშენებლობას გეგმავს. ქარხანა სრული წარმადობით ორ წელიწადში ამუშავდება. კომპანია წლიურად 500 ათასი ერთეული სამშენებლო ბლოკისა და ათასი კვ.მეტრი მოსაპირკეთებელი ფილის გამოშვებას აპირებს.

BS METAL GROUP-მა პროექტის განხორციელებისთვის დაბა ხელვაჩაურში 7 ათასამდე კვ მეტრის მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები სახელმწიფოსგან სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად მიიღო. შეთანხმების მიხედვით, კომპანიამ 1,4 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

ბელა ნოზაძე