10 ქვეყანა, სადაც მილიარდერ ქალბატონებსა და მამაკაცებს შორის უთანასწორობაა

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში 1 826 მილიარდერია, რომელთაგან მხოლოდ 197 ქალია.

„ბიზნეს ინსაიდერის“ ცნობით, ბრიტანულმა კომპანია Approved Index-მა ცოტა ხნის წინ ჩაატარა კვლევა, რომლის შედეგად ის 10 ქვეყანა გამოავლინა, სადაც მილიარდერ ქალებსა და მამაკაცებს შორის რაოდენობრივი თვალსაზრისით საკმაო სხვაობაა.

კვლევის თანახმად, სამხრეთ კორეაში 6 მილიარდერი ქალბატონია მაშინ, როდესაც მილიარდერი მამაკაცების რიცხვი ქვეყანაში 24-ს აღწევს. შვედეთში, რომელიც ბიზნესის კეთების თვალსაზრისით მსოფლიო საუკეთესო ქვეყნებს შორის მეხუთე პოზიაციაზე, მხოლოდ 5 მილიარდერი ქალი და 18 მილიარდერი მამაკაცია; 13 მილიარდერი ქალი ცხოვრობს ესპანეთში. ბრაზილიაში კი, სადაც საერთო ჯამში 54 მილიარდერია, მხოლოდ 13 მილიარდერი ქალია, 41 კი მამაკაცი. ბრიტანული კომპანიის მონაცემებით, 8 მილიარდერი ქალბატონი ცხოვრობს მეზობელ თურქეთში. 39 წლის თურქი სერა საბანიჩი არა მხოლოდ თავის ქვეყანაში, არამედ მსოფლიოს მასშტაბითაც ერთ-ერთი ახალგაზრდა მილიარდერი ქალია, რომლის ქონებაც ბოლო მონაცემები 1 მილიარდ დოლარს შეადგენს. შვეიცარიაში, სადაც 395 ათასი მილიონერი და 28 მილიარდერი ცხოვრობს, მხოლოდ 8 მილიარდერი ქალბატონია. მათ შორის პირველი ადგილი კი კირსტი ბერტარელის ეკუთვნის, რომლის ქონებაც 14,5 მილიარდი დოლარია.

მონაკოში, რომელიც მდიდარი ადამიანების თავშეყრის ადგილად ითვლება, რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, მხოლოდ სამი ადგილობრივი მილიარდერია. მათ შორის მხოლოდ ერთდერთი ქალბატონია - მულტიმილიარდერი ბანკირის ედმონდ საფრას ქვრივი, ლილი საფრა, რომელსაც ქონება მეოთხე ქმრისგან ერგო. პერუში მცხოვრები 6 მილიარდერიდან, მხოლოდ ორი ქალია მილიარდერი და ისიც დები - მარია და როსა ბრეშიები, რომელთა ქონებაც თითოეულის 1,35 მილიარდი დოლარია.12 მილიარდერიდან 4 ქალი მილიარდერია ჩილეში, რომელთჰან ერთი - ირის ფონტბონა ქვეყნის ყველაზე მდიდარი ქალბატონია 11,7 მილიარდი დოლარის ქონებით. მხოლოდ ერთადერთი ქალი მილიარდერი ცხოვრობს ანგოლაში - ქვეყნის პრეზიდენტის ხოსე ედუარდო დოს სანტოსის ქალიშვილი ისაბელ დოს სანტოსი, რომელიც ქვეყნის ერთადაერთი მილიარდერია. გასულ წელს ისაბელ დოს სანტოსი აფრიკის ყველაზე მდიდარი ქალბატონიც იყო, თუმცა ეს ტიტული დაკარგა. მისი ქონება 3,3 მილიარდი დოლარია.