Samsung-მა ახალი ტაბი Galaxy Tab S2 წარადგინა

სამხრეთკორეულმა კონცერნმა ახალი Galaxy Tab S2-ის ორი მოდელი წარადგინა - 9,7-დუიმიანი და 8-დუიმიანი ეკრანით.

„სამსუნგის“ წარმომადგენელთა განცხადებით, ტაბების ეს დიაგონალი სპეციალურად არის შემუშაშავებული ეკრანიდან კონტენტის კომფორტულად გარჩევის მიზნით. ორივე ახალი მოდელის სისქე მხოლოდ 5,6 მილიმეტრია. რაც შეეხება წონას, 8-დუიმიანი ვერსია 265 გრამს იწონის, მეორე ვერსია კი 389 გრამს. ორივე მოწყობილობა აღჭურვილია Super AMOLED-ის ეკრანით, რომელთა გაფართოებაც 2048 და 1536 პიქსელია.

რაც შეეხება პროცესორს - 1.9GHz და 1.3GHz, ორივე მოდელი 8 მეგაპიქსელიანი, AF იშვიათი კამერითა და 2.1 მეგაპიქსელიანი "სელფი" კამერითაა აღჭურვილი. ახალ მოდელებს თითის ანაბეჭდის სკანერიც აქვს. ყველაზე დიდი განსხვავება, აღნიშნულ ორ მოდელს შორის - ბატარეაშია: 9.7 დუიმიან მოდელს 5,870mAh-იანი, ხოლო 8 დუიმიანს - 4,000mAh-იანი ბატარეა აქვს.

„Galaxy Tab S2 არა მხოლოდ ყველაზე მსუბუქი და თხელი ტაბია, არამედ ის მომხმარებელს სწრაფად და ადვილად წვდომით საშუალებას აძლევს ინფორმაციასთან. გვჯერა, რომ მომხმარებლისთვის Galaxy Tab S2 ყველაზე სრულყოფილი პერსონალური მოწყობილობა იქნება, რომლის წაღება და ტარება ყველგან შეეძლებათ“, - აღნიშნა „სამსუნგის“ წარმომადგენელმა ჰჯი

„სამსუნგის“ ახალი ტაბები ამ თვეშ გამოვა. ჯერჯერობით უცნობია, რა ეღირება „სამსუნგის“ ახალი მოდელები.