"ვისოლი" დღეიდან ბენზინზე ფასს 5 თეთრით ამცირებს

"ვისოლის" ქსელში საწვავი კიდევ იაფდება. კომპანიის ინფორმაციით, 17 აგვისტოდან "ვისოლი" ქსელში არსებულ ბენზინის პროდუქტზე ფასს 5 თეთრით ამცირებს. ბოლო პერიოდში საერთაშორისო ბაზარზე ნავთობპროდუქტებზე ფასის კლების ტენდენციის გათვალისწინებით "ვისოლი" ფასებს უკვე მეორედ ამცირებს. გასულ კვირას ფასებმა კომპანიის ქსელში არსებულ დიზელის პროდუქტებზეც 5 თეთრით დაიკლო. "მოხარული ვართ, რომ მსოფლიო ბაზარზე საწვავზე ფასების შემცირებამ საშუალება მოგვცა ჩვენს ქსელში არსებულ ბენზინის პროდუქტზე ფასი 5 თეთრით შევამციროთ. თუ ფასების კლების ტენდენცია საერთაშორისო ბაზარზე კვლავ შენარჩუნდა, ეს აუცილებლად აისახება ჩვენს ქსელში საწვავის ფასზე და შესაბამისად შემცირდება", - აცხადებს "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას" გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.

"ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას" განცხადებით, კომპანიას საქართველოში საკუთრებაში არსებული ავტოგასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელი აქვს და მომხმარებელს ნავთობპროდუქტების ყველაზე ფართო არჩევანს სთავაზობს. მათივე თქმით, 2014 წლის თებერვლიდან "ეკოს" უმაღლესი ხარისხის საწვავი ექსკლუზიურად მხოლოდ "ვისოლის" ქსელში იყიდება. "ვისოლი" საქართველოს ნავთობსექტორში ინოვატორია და უმაღლესი ხარისხის საწვავისა და მაღალტექნოლოგიური სერვის პროდუქტების შეთავაზებით საცალო ბაზრის ლიდერია", - აცხადებენ კომპანიაში.