ჩინეთი კასპიის ზღვაზე გრანდიოზული ხიდის აშენებას გეგმავს

ყაზახეთისა და აზერბაიჯანის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობას აღნიშნული ქვეყნების მთავრობები კი არა, არამედ მესამე ქვეყანა - ჩინეთი გეგმავს. პროექტის დეტალები ჯერ არ ხმაურდება, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთს ამ გზით სურს გაზარდოს ევროპის მიმართულებით, სახმელეთო გზით, ტვირთბრუნვის წილი, რომელიც 100-ჯერ ნაკლებია ვიდრე საზღვაო ტვირთბრუნვა. რუსეთსაც კი, რომელიც ჩინთის ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრი პარტნიორია და მასთან სახმელეთო საზღვარი აქვს, ტვირთბრუნვის უმეტეს ნაწილს ბალტიის ზღვით ახორციელებს.

ტელეკომპანია ”ალმა-ატას” ეთერში გადაცემა ”Деловое время"-ში გასული ინფორმაციით, გრანდიოზული ხიდის მშენებლობა უახლოს მომავალში იგეგმება. ამასთან, ჩინეთის მთავარი ლოჯისტიკური ინვესტიციები ამ დროისთვის ე.წ. ”მიანმარის დერეფნისკენ” არის მიმართული, რომელშიც ინვესტირება იმაზე 100-ჯერ მეტია, რის ჩადებასაც ჩინეთი ”აბრეშუმის გზის” პროექტში გეგმავს.

კოკა კვირკველია