საქართველოს „ბეთსონ ჯგუფის“ გენერალური დირექტორი პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია

მას შემდეგ, რაც “ბეთსონმა“ ქართული ონლაინ სათამაშო კომპანია „ევროპა-ბეთი“ 2015 წლის ივნისში შეიძინა, „ბეთსონ მალტის“ გენერალური დირექტორი, ულრიკ ბენგტსონი 10-12 აგვისტოს საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ბატონმა ბენგტსონმა გამართა შეხვედრები როგორც ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლებთან, ასევე ადგილობრივ ჟურნალისტებთან.

ლიდერი ქართული ონლაინ თამაშების ოპერატორის შეძენა არის „ბეთსონის“ განვითარების სტრატეგიის ნაწილი, რომელიც ბოლო 3-4 წლის განმავლობაში ხორციელდება. "ბეთსონს" აქვს შთამბეჭდავი ზრდის ტენდენცია დიდი ხნის მანძილზე“, - განაცხადა ბატონმა ბენგტსონმა, „ჩვენი სტრატეგიის ნაწილი იყო კომპანიების შეძენა. ბოლო 3 წლის განმავლობაში შევიძინეთ 4 კომპანია, ეს გარიგებაც ამ სტრატეგიის გაგრძელებაა. „ევროპა-ბეთი“ იმ რეგიონშია, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ, რადგან გვყავს პარტნიორები და ბრენდები მეზობელ ქვეყნებში.“

ვროპა-ბეთი“ არის საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ონლაინ თამაშების ოპერატორი, 30 %-იანი საბაზრო წილით, ხოლო „ბეთსონის“ სრული ინვესტიცია ამ შენაძენში არის 85 მლნ აშშ დოლარი. პირველადი განხილვის საფუძველზე კომპანიის აქციები შეძენილ იქნა 50 მლნ აშშ დოლარად, დანარჩენი 35 მლნ აშშ დოლარის ინვესტირება 1 წლის შემდგომ მოხდება იმ პირობით, თუ სათამაშო რეგულაციები არ შეიცვლება.

"ჩვენ ვაპირებთ შევინარჩუნოთ ბიზნესი საქართველოში“, ამბობს ბატონი ბენგტსონი, „ასევე, ის 750 ადამიანი, ვინც მუშაობს კომპანიაში. „ბეთსონი“ არ განიხილავს ცვლილებებს „ევროპა-ბეთის“ არსებულ მენეჯმენტში, მათი მაღალი პროფესიონლიზმი და კორპორატიული კულტურა ბეტსონ ჯგუფის ფასეულობებს ემთხვევა.“

ბენგტსონის თქმით, „ბეთსონი“ მოიზიდა საქართველოში არსებულმა სტაბილურმა საკანონმდებლო გარემომ, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის კონკურენტულ უპირატესობას წარმოადგენს მეზობელ ქვეყნებთან და ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანასთან შედარებით. „კიდევ ერთი მიზეზი, თუ რატომ ჰქონდა ამ გარიგებას აზრი, არის საქართველო, რომელიც წარმოადგენს რეგიონში კუნძულს, რეალურად ყველაზე მყარი, პროგნოზირებადი, სამართლიანი და კომერციულად სიცოცხლისუნარიანი სალიცენზიო რეჟიმით, რაც ჩვენ ძალიან მოგვეწონა და მჭიდროდ გავეცანით.“

რეგიონში სხვა სათამაშო ოპერატორების მსგავსად, „ევროპა-ბეთის“ შემოსავლები უპირატესად ონლაინ თამაშებზე მოდის. 2014 წელს კომპანიის შემოსავლის რაოდენობა 52.4 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა, აქედან 40.8 მლნ აშშ დოლარი ონლაინ ოპერაციებიდან იყო. "ბეთსონს“ ასევე აქვს ოფისი კიევში, რომელიც ფოკუსირებულია პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებაზე.  “ბეთსონის“ სტრატეგია ორიენტირებული იქნება „ევროპა-ბეთის“ მომხმარებელთა გამოცდილების გამარტივებაზე, გაუმჯობესებასა და განვითარებაზე, მობილურ გადაწყვეტილებებსა და მომხმარებელთა მომსახურების ხარისხზე.  შენაძენზე საუბრისას, ბატონი ბენგტსონი ასევე აღიშნავს: „ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოს დიდი მომავალი აქვს და გვჯერა, რომ ასევე დიდი მომავალი აქვს „ევროპა-ბეთს“.

R