რუბლი გაუფასურებას განაგრძობს

ევროსა და დოლართან მიმართებაში, რუსული ეროვნული ვალუტის ფასმა თებერვლის შემდეგ მინიმუმს მიაღწია. 1 დოლარის ფასმა 44 კაპიკით მოიმატა და 65.44 რუბლი შეადგინა. ევრომ კი 47 ცენტით იმატა და 72,65 რუბლს მიაღწია.

ანალიტიკოსების მოსაზრებით, რუბლის ფასის დაცემა მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასების კლებას უკავშირდება. დილის მონაცემებით, "ბრენტის" ტიპის ნავთობის ფასი ლონდონის ბირჟაზე, 0,56 დოლარით შემცირდა და ერთი ბარელის ფასმა 48,63 დოლარი შეადგინა. ნავთობის ფასის დაცემა იაპონიის ეკონომიკაზეც უარყოფითად აისახა. კერძოდ, 2015 წლის მეორე კვარტალში იაპონიაში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 0,5 პროცენტით შემცირდა.