მოსკოვში ბინა 2 მილიონ რუბლად ქირავდება

მოსკოვში ყველაზე ძვირად ღირებული ბინა თვეში 2 მილიონ რუბლად ქირავდება, რაც 30 000 დოლარზე მეტია. სახლი, რომლის ფართობიც 1040 კვადრატულ მეტრს შეადგენს, ბალშაია ტატარსკაიას ქუჩაზე მდებარეობს და სამი წუთის სავალზეა მეტროსადგურ "ნოვოკუზნეტსკაიადან". ბინა აღჭურვილია ვენტილაციის და კონდინცირების ცენტრალური სისტემით. ასევე მას აქვს ბუხრის ოთახი, საუნა, სავარჯიშო დარბაზი და მიწისქვეშა "პარკინგის" ადგილი. "აღნიშნულმა უძრავმა ქონებამ წლის რეკორდი მოხსნა. წინა თვეებთან შედარებით, მისი ფასი ორჯერ გაიზარდა", - აღნიშნეს უძრავი ქონების სააგენტო "ინკომ-ნედვიჟიმოსტ"-ში.

რუსეთში რუბლის გაუფასურების გამო, უძრავ ქონებაზე ფასებმა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მოიმატა.