ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყის ფაქტი გამოავლინეს

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყის ფაქტი გამოავლინეს. ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით,  ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, უკანონო ჭრა გარდაბანი-მარნეულის ტერიტორიაზე გამოავლინეს. მოჭრილია 5 კუბამეტრამდე ხე-ტყე. მათივე ინფორმაციით, ასევე გამოვლენილია სხვა კანონდარღვევა-მოჭრილია 1 კუბამეტრი რცხილას მეორე ხარისხის ხე-ტყე. მანქანა დალუქულია.

ქვემო ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებაში გადაგზავნეს.