ქვეყნები, სადაც უვიზოდ იმოგზაურებთ

რომელი ქვეყნებია ღია საქართველოს მოქალაქეებისთვის?

საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და ცალკეული ქვეყნების შიდა კანონმდებლობის საფუძველზე საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ, უვიზოდ შევიდნენ შემდეგ ქვეყნებში: აზერბაიჯანი, ანტიგუა და ბარბუდა, ბარბადოსი, ბაჰამის თანამეგობრობა, ბელორუსი, დომინიკის რესპუბლიკა, ეკვადორი, თურქეთი, ისრაელი, ირანი, კოლუმბია, მალაიზია, მოლდოვა, მონღოლეთი, პანამა, სამოა, სომხეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, ურუგვაი, ბრაზილია, უკრაინა, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ჰაიტი.