ნავთობის ფასი 6-წლიან მინიმუმამდე დაეცა

ნიუ-იორკში LLight Sweet ტიპის ნავთობის ფასი 0,63$ შემცირდა და ბარელზე 41.87$ შეადგინა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2009 წლის მარტის შემდეგ.

მიმდინარე წლის ივნისის დასაწყისთან შედარებით აღნიშნული მარკის ნავთობის ფასი ჯამში დაახლოებით 30%-ით არის შემცირებული. ანალიტიკოსების შეფასებით, სანავთობო ბაზრებზე გავლენას მსოფლიო ეკონომიკის ზრდის ტემპის შემცირება ახდენს და ასევე ემბარგოს მოხსნის შემდეგ ირანული ნავთობის მიწოდების პერსპექტივა. ექსპერტების შეფასებით, ირანული ნავთობის ექსპორტზე შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, ამ ქვეყნიდან ნავთობის მიწოდება დღეში 1 მილიონ ბარელამდე გაიზრდება. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ნავთობის მომპოვებელი სხვა ქვეყნები, "შავი ოქროს" მიწოდების მაჩვენელებს შეინარჩუნებენ, 2016 წლისთვის ბარელი ნავთობის ფასი კიდევ 10$-ით შემცირდება.

აღსანიშნავია, რომ ნავთობის ფასი ასევე შემცირდა ლონდონის ბირჟაზე და Brent-ის ტიპის ნავთობის ფასმა ბარელზე 48.57 დოლარი შეადგინა.