აშშ-ში შექმნეს წიგნი, რომელსაც წყლის გაფილტვრა შეუძლია

წიგნი, რომელიც გარდა იმისა, რომ წიგნის ფუნქციას ასრულებს, უჩვეულო უნარებით გამოირჩევა. ინოვაციური წიგნის ფურცლები სასმელი წყლის გასაფილტრადაც გამოდგება და ამ მხრივ ის საკმაოდ ეფექტურია. "სასმელი წიგნი" სპეციალური ფურცლებისგან შედგება, რომელზეც აღწერილია, თუ როგორ და რატომ უნდა გავფილტროთ წყალი. ამას გარდა, ის ვერცხლისა და სპილენძის ნანონაწილაკებისგან შედგება, რომელიც წყალში ბაქტერიების განადგურებას უწყობს ხელს.

სამხრეთ აფრიკაში, განასა და ბანგლადეშში ჩატარებული 25 ცდის შედეგად, "სასმელმა წიგნმა" წარმატებით ჩააბარა გამოცდა. წიგნის ფურცლებით ბაქტერიების 99 პროცენტის განადგურება მოხერხდა. ჩატარებული ცდების მიხედვით, წიგნის ერთ გვერდს 100 ლიტრი წყლის გასუფთავება შეუძლია. მთლიან წიგნს კი ერთი ადამიანის 4 წლის სამყოფი წყლის გაფილტვრის პოტენციალი აქვს.