Moody's: მსოფლიო ეკონომიკა მომდევნო ორი წლის განმავლობაში შესუსტდება

საერთაშორისო სააგენტო Moody's-ის პროგნოზით, რუსეთის ეკონომიკური დაღმასვლა 2015 წლის ბოლომდე 3 პროცენტზე შენარჩუნდება. 2016 წელს კი სააგენტოს ექსპერტების მოსაზრებით, რუსეთის ეკონომიკური ზრდა ნული პროცენტი იქნება, თუ ერთი ბარელი "ბრენტის" ტიპის ნავთობის ფასი 57 დოლარი ეღირება.

ამას გარდა, საერთაშორისო სააგენტოში აცხადებენ, რომ მსოფლიო ეკონომიკა მომდევნო ორი წლის განმავლობაში შესუსტდება. "დიდი ოცეულის" წევრი ქვეყნების "მთლიანი შიდა პროდუქტი" 2015 წელს 2,7 პროცენტით გაიზრდება, 2016 წელს კი 3 პროცენტით. Moody's-ის ცნობით, "დიდი ოცეულის" ეკონომიკის განვითარებისთვის ხელისშემშლელი ფაქტორები მსოფლიოს ეკონომიკური დაღმასვლა, ჩინეთის ეკონომიკური ზრდის ტემპების შემცირება და საბერძნეთის ევროზონიდან შესაძლო გასვლა გახდა.

ამასთან, Moody's-ის პროგნოზით, 2015 წლის მეორე ნახევარში ნავთობზე ფასები თითქმის არ შეიცვლება, ხოლო მომავალი წლის დასაწყისში თანდათან გაიზრდება.