ევროკავშირში მიგრანტების რიცხვმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

ევროკავშირში მიგრანტების რიცხვმა ივლისის თვის მონაცემებით, რეკორდულ მაჩვენებელს - 107 500-ს მიაღწია. "ბიბისის" ცნობით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გერმანიაში დაფიქსირდა. გერმანიაში ძირითადად სირიიდან და ბალკანეთის ქვეყნებიდან ჩადიან. მიგრანტების რიცხვი რეკორდულად გაიზარდა საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთშიც. ევროპაში აფრიკელი მიგრანტები ხმელთაშუა ზღვის გავლით ჩადიან. წელს ამ გზით 240 000 მიგრანტი უკვე შეეცადა ევროპის საზღვრამდე მიღწევას. ისინი თავდაპირველად იტალიის ან საბერძნეთის სანაპიროებამდე ჩადიან, შემდეგ კი სხვა ქვეყნებში ცდილობენ გადასვლას.

გაერო-ს მონაცემებით, გასული კვირის განმავლობაში მხოლოდ საბერძნეთში 21 000 მიგრანტი ჩავიდა. აღნიშნული პრობლემის მოგვარებისთვის ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ათობით ათასი ევრო გამოყვეს.